Accessibility links

მსოფლიოში გამოუყენებელი რჩება კვების პროდუქტების თითქმის ნახევარი


ახალი ანგარიშით, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა, ნაგავში იყრება მსოფლიოში წარმოებული კვების პროდუქტების თითქმის ნახევარი - ორ მილიარდამდე ტონა. ბრიტანეთის მექანიკური ინჟინერიის ინსტიტუტის მონაცემებით, კვების პროდუქტების უზარმაზარი რაოდენობის გამოუყენებლად დარჩენის მიზეზებს შორის არის ვარგისიანობის ვადის ზედმეტად მკაცრად განსაზღვრა, საჭიროზე მეტი პროდუქტის შეძენა, უხეირო ინფრასტრუქტურა და პროდუქტების შესანახად განსაზღვრული ადგილების უხარისხობა.
XS
SM
MD
LG