Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 11 ადამიანი


პაკისტანის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტი დაიჭრა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კუეტაში აფეთქების შედეგად. ჯერ არ არის ნათელი, ვის წინააღმდეგ იყო მიმართული თავდასხმა. მასზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. კუეტა ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქია. ადგილობრივი ნაციონალისტები მრავალი წელია იბრძვიან მეტი ავტონომიისათვის და პროვინციის ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ შემოსავლებში მეტი წილისათვის. ბოლოხანს რეგიონში გახშირდა თავდასხმები, რომლებიც მიმართულია შიიტი მუსლიმებისა და მთავრობის უწყებების თანამშრომლების წინააღმდეგ. თავდასხმებზე პასუხისმგებლობას უმეტეს შემთხვევაში კისრულობენ ხოლმე გასამხედროებული მოძრაობა „ლაშქარ-ე-ჯანგავი“ და ბელუჯისტანელი მეამბოხეები.
XS
SM
MD
LG