Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შსს უარყოფს პატრულის მიერ ქრთამის აღების ბრალდებას


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოდის მოწოდებით, არ გაკეთდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებები. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომლის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "დაფიქსირდა პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები". შსს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღემდე არ დაფიქსირებულა პატრულის მიერ ქრთამის აღების არც ერთი ფაქტი. იქვე სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ქრთამის აღების ფაქტებზე, თუ ისინი მოხდა, შეატყობინონ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად მინისტრს.
XS
SM
MD
LG