Accessibility links

logo-print

პაკისტანის განცხადებით, ინდოელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პაკისტანელი სამხედრო პირი


პაკისტანელი სამხედროები აცხადებენ, რომ ინციდენტი მოხდა ინდოეთთან საზღვარზე: ინდოელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პაკისტანელი ჯარისკაცი. საქმე ეხება ბოლო ხუთი დღის განმავლობაში უკვე მესამე ინციდენტს ქაშმირის რეგიონში, რომელიც ტერიტორიულ უთანხმოებას იწვევს ინდოეთს და პაკისტანს შორის. პაკისტანის არმიის პრესმდივნის განცხადებით, ჯარისკაცი დაიღუპა „არაპროვოცირებული“ სროლის შედეგად, როცა იმყოფებოდა ბლოკპოსტზე ქაშმირის ბატალის სექტორში. ქაშმირი ორად არის გაყოფილი გაძლიერებულად დაცული საზღვრით, რომელსაც "საკონტროლო ხაზს" უწოდებენ.
XS
SM
MD
LG