Accessibility links

საქართველოს ეწვია კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი ბართლომე პირველი


საქართველოს ეწვია მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი ბართლომე პირველი. მას თბილისის აეროპორტში დახვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში იმყოფებიან აგრეთვე სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილე და იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის და რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციები. ხვალ სტუმრები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
XS
SM
MD
LG