Accessibility links

logo-print

მთავარი პროკურატურა სასამართლოში გადაგზავნის თენგიზ გუნავას საქმეს


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას მიმართ და მის საქმეს არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის. ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში. დღესვე, უფრო ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა თენგიზ გუნავა. მთავარი პროკურატურის განმარტებით, გუნავას მიმართ რამდენიმე ეპიზოდზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე - მათ შორის არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება.
XS
SM
MD
LG