Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დახოცილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა


გავრცელებული ცნობებით, 60-ს კაცს მიაღწია პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კუეტაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ. დაიჭრა 100-ზე მეტი კაცი. პირველი ბომბი ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, სამხედრო ავტომობილის ქვეშ იყო მოთავსებული. მოგვიანებით ორი აფეთქება ბილიარდის ერთ-ერთი კლუბის წინ განხორციელდა. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ნაციონალისტურმა „გაერთიანებულმა ბელუჯისტანის არმიამ“ იკისრა. კუეტა ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქია. ადგილობრივი ნაციონალისტები მრავალი წელია იბრძვიან მეტი ავტონომიისათვის და პროვინციის ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ შემოსავლებში მეტი წილისათვის.
XS
SM
MD
LG