Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კასპიის ჯგუფმა“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია „ნაბუკოს“ მშენებლობაზე


საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელიც აზერბაიჯანის კასპიის ბუნებრივი აირის სექტორის განვითარებაზე მუშაობს, წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, შეიძინოს „ნაბუკოს“ მილსადენის ოპერატორი კომპანიის 50 პროცენტი. ხუთშაბათს სოფიაში, „ნაბუკოს“ აქციონერების შეხვედრაზე ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა დელიან დობრევმა განაცხადა, რომ აქციათა შეძენა საბოლოო 18 იანვარს ვენაში შეთანხმდება. ბულგარელი მინისტრის თქმით, აქციების 50 პროცენტის შეძენის სანაცვლოდ, შაჰ დენიზის პარტნიორები - „ბიპი“, „სტატოილი“, „ტოტალი“ და „სოკარი“, მილსადენის მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, „ნაბუკოს“ ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეთახმების ხელმოწერამდე „კვლავაც ბევრი საკითხია შესათანხმებელი“. გარიგება ახალ სუნთქვას შესძენს ჩიხში შესულ პროექტს, რომელიც თურქეთისა და ბულგარეთის გავლით 2018 წლამდე კასპიის ბუნებრივი აირის ავსტრიამდე ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა ევროპის რუსეთის ბუნებრივი აირისაგან დამოკიდებულება უნდა შეამციროს.
XS
SM
MD
LG