Accessibility links

logo-print

ლახდარ ბრაჰიმი სირიის კონფლიქტზე მოელაპარაკება ამერიკელ და რუს დიპლომატებს


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი დღეს ჟენევაში ხვდება მაღალი რანგის ამერიკელ და რუს დიპლომატებს, სირიაში კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად საერთო პოზიციაზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრამდე სირიის მთავრობამ გააკრიტიკა ბრაჰიმი, სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ, დამასკის შეფასებით, „აშკარა მიკერძოებულობის“ გამო. ოთხშაბათს ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის როლს გარდამავალ მთავრობაში, რომლის შექმნაც შესაძლოა, მოჰყვეს სამშვიდობო შეთანხმებას. ჟენევაში ბრაჰიმი ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსს. მოსკოვსა და ვაშინგტონს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ სირიის კრიზისზე. ვაშინგტონი მხარს უჭერს მეამბოხეებს და ასადის გადადგომას მოითხოვს, ხოლო რუსეთი უარყოფს უცხოეთის გავლენას კონფლიქტის დასრულებაზე.
XS
SM
MD
LG