Accessibility links

logo-print

იაპონია უარს ამბობს სადავო კუნძულების შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებაზე


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ პარასკევს განაცხადა, რომ იაპონია არ გამართავს ჩინეთთან სადავო კუნძულებზე მოლაპარაკებას. იქვე შინზო აბემ პეკინი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ჩინეთში დაუშვეს კუნძულების გარშემო უთანხმოებასთან დაკავშირებით იაპონიის საწინააღმდეგო აგრესიული საპროტესტო აქციების გამართვა. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ამ დაუსახლებელ კუნძულებზე, რომლებიც იაპონიას ეკუთვნის, პრეტენზია აქვთ ჩინეთს და ტაივანსაც. იაპონელები მათ სენკაკუს კუნძულებს უწოდებენ, ჩინელები დიაოუს.
XS
SM
MD
LG