Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში შეთანხმების გარეშე დასრულდა სირიის კონფლიქტზე მოლაპარაკება


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმი მაღალი რანგის ამერიკელ და რუს დიპლომატებთან ერთად გამოდის მოწოდებით, მალე გამოინახოს პოლიტიკური გამოსავალი სირიაში სამოქალაქო ომისათვის ბოლოს მოსაღებად. მაგრამ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა. განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ბრაჰიმის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვის შეხვედრის შემდეგ, ბრაჰიმი აღნიშნავს, რომ შეხვედრის მონაწილეების აზრით, შეუძლებელია სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარება. მოსკოვსა და ვაშინგტონს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ სირიის კრიზისზე. ვაშინგტონი მხარს უჭერს მეამბოხეებს და მოითხოვს ასადის გადადგომას, ხოლო რუსეთი უარყოფს უცხოეთის გავლენას კონფლიქტის დასრულებაზე.
XS
SM
MD
LG