Accessibility links

logo-print

ოქრუაშვილმა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, სასამართლო დატოვა


საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს პატიმრობიდან, პარასკევს საღამოს დატოვა სასამართლო. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ ერთი წუთი არ ეპარებოდა ეჭვი პატიმრობიდან გათავისუფლებაში. „მიუხედავად ამისა, ორი საქმე კიდევ მიმდინარეობს და დასრულდება ალბათ იმ კვირაში. ანალოგიურ გადაწყვეტილებას ველოდები ზუსტად იმ საქმეებთან დაკავშირებით“, განაცხადა ოქრუაშვილმა და ჟურნალისტებს დაპირდა, რომ შემდეგ კვირაში უპასუხებს ყველა შეკითხვას. იქვე, პასუხად შეკითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ ძნელია ამ საკითხზე საუბარი. თბილისის საქალაქო სასამართლოში მომავალ კვირაში განახლდება ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის - სამსახურებრივი გულგრილობის და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის საქმეთა განხილვა.
XS
SM
MD
LG