Accessibility links

logo-print

პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე: "ქართული ოცნებისაგან" მიტევება არავის სჭირდება


ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოსანანიებელი არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ თბილისში პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას სთავაზობს ბარტერს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დევნა პოლიტიკური ხასიათისაა. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ინიციატივაზე თანამდებობის პირთა ამნისტირების შესახებ ნაციონალურ მოძრაობაში მუშაობა არ მიმდინარეობს და ეს თემა პარტიაში საერთოდ არ განიხილება. "ისინი გვთავაზობენ, მოდით, მუხლებზე დაეცით, მოინანიეთ, ბოდიში მოგვიხადეთ და ამის შემდეგ მოგიტევებთ და აღარ დავიჭერთ ყოფილ ჩინოვნიკებს” - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა და პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნებისგან" მიტევება არავის სჭირდება.
XS
SM
MD
LG