Accessibility links

logo-print

პაკისტანელი შიიტები თავდასხმებს აპროტესტებენ


პაკისტანში შიიტები აპროტესტებენ სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კუეტაში ხუთშაბათს მოწყობილ აფეთქებებს, რომელთა შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შიიტების ნაწილი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს დაღუპული ახლობლების დაკრძალვაზე. ორ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა სუნიტების ექსტრემისტულმა ჯგუფმა „ლაშქარ-ე-ჯანგვიმ“. შიიტების ნაწილმა პარასკევს, სულ ცოტა, 30 ცხედარი დაასვენა ქუჩაში და გამოაცხადა, რომ არ დაკრძალავს მათ, სანამ მთავრობა არ გააუმჯობესებს უსაფრთხოებას. ასევე ხუთშაბათს კუეტაში მოეწყო უშიშროების ძალების წინააღმდეგ მიმართული აფეთქება, რომელმაც, სულ ცოტა, 11 ადამიანი შეიწირა. ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტების ჯგუფმა იკისრა. ბელუჯისტანის პროვინციაში, რომლის დედაქალაქიც არის კუეტა, სამი დღით გლოვა გამოცხადდა ხუთშაბათს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
XS
SM
MD
LG