Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა საგადასახადო რეფორმა


საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მოსახლეობაში უკმაყოფილების გამომწვევი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რითაც გამიზნულია საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა. ამ ნაბიჯით საბერძნეთი ასრულებს ერთ-ერთ მთავარ პირობას უცხოელი დონორებისაკენ კრედიტების მისაღებად. კანონპროექტის განხილვა დიდხანს გაგრძელდა და წუხელ დასრულდა კენჭისყრით, რომელშიც რეფორმას მიემხრო 300 პარლამენტარიდან 163 პირი. ცვლილებების შედეგად უქმდება ბევრი საგადასახადო შეღავათი, იზრდება გადასახადი უძრავ ქონებაზე და კომპანიების შემოსავალზე. საბერძნეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ ზომებით 2,5 მილიარდი ევროთი გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები 2013-2014 წლებში. წუხელ დამტკიცებული რეფორმა მიეკუთვნება მომჭირნეობის მკაცრ ზომებს 13,5 მილიარდი ევროს დასაზოგად, რასაც ათენი შარშან, ნოემბერში დათანხდმა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან კრედიტის მორიგი ტრანშების მისაღებად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG