Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მოკლეს ორი სავარაუდო ექსტრემისტი


ცნობების თანახმად, დაღესტანში უშიშროების ძალების ოპერაციის მსვლელობაში მოკლეს ორი სავარაუდო ექსტრემისტი. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ოპერაცია, რომლის დროსაც უშიშროების ძალების ერთი წევრიც დაიღუპა, განხორციელდა დედაქალაქ მახაჩყალის მახლობლად მდებარე სოფელ ნოვი ხუშეთში. დაღესტანში ხშირია შეტაკებები უშიშროების ძალებსა და სავარაუდო ექსტრემისტებს შორის.
XS
SM
MD
LG