Accessibility links

პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა კანონს ამნისტიის შესახებ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა კანონს ამნისტიის შესახებ, რის შემდეგაც ეს კანონი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. შესაბამისად, ღამის 12 საათზე კანონი ძალაში შედის, რასაც მოჰყვება 13 იანვარს, დილის 10 საათიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად აღიარებული მსჯავრდებულების მიერ. რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, რომლებსაც ამნისტია შეეხო, უსუფაშვილის განცხადებით, „მათ საქმეებს კიდევ სჭირდება დამატებითი პროცედურები, თუმცა ... ყველა უწყება მობილიზებულია და უახლოესი ორი თვის განმავლობაში ყველას ექნება საშუალება, ისარგებლოს კანონით მინიჭებული უფლებით".
XS
SM
MD
LG