Accessibility links

მალიში შეტაკებისას ფრანგი პილოტი დაიღუპა


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, ვერტმფრენის ფრანგი პილოტი დაიღუპა მალიში ისლამისტ მემაბოხეებთან შეტაკებისას. მინისტრს არ დაუზუსტებია დეტალები - მეამბოხეებმა ვერტმფრენი ჩამოაგდეს თუ არა. დასავლეთ აფრიკაში მდებარე მალის მთავრობამ, რომელსაც საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლასთან დაკავშირებით, ოფიციალურად სთხოვა საფრანგეთს სამხედრო დახმარება. საფრანგეთის საბრძოლო თვითმფრინავები, მინისტრის განცხადებით, დარტყმებს ახორციელებენ ისლამისტების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ასობით ფრანგი ჯარისკაცი მონაწილეობს ოპერაციაში და იცავს მალის დედაქალაქს, ბამაკოს. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს „ტერორისტული ჯგუფების, ნარკოტრეფიკერებისა და ექსტრემისტების“ აგრესიას.
XS
SM
MD
LG