Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში მსხვერპლი მოჰყვა ფრანგი მძევლის გასათავისუფლებელ ოპერაციას


საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სპეცშენაერთის ორი წევრი და ფრანგი მძევალი დაიღუპნენ სომალიში, მძევლის გათავისუფლების წარუმატებელი მცდელობისას. საფრანგეთის სპეცშენაერთმა წუხელ დაიწყო ისლამისტურ მოძრაობა ალ-შაბაბის ბაზის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, რომელშიც ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ. ოპერაციით, როგორც ჩანს, შეეცადნენ, გაეთავისუფლებინათ ფრანგი მზვერავი დენი ალექსი, რომელიც 2009 წლის ივლისიდან ჰყავდა დატყვევებული ალ-შაბაბს სომალიში. საფრანგეთისაგან განსხვავებით, რომელიც მძევლის დაღუპვაზე იტყობინება, ალ-შაბაბი ამბობს, რომ მძევალი დენი ალექსი ცოცხალია და არ იმყოფება იქ, სადაც შეტაკება მოხდა. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებისას დაიღუპა 17 ექსტრემისტიც. სომალიში ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის ჯარებმა დაიწყეს სამხედრო ინტერვენცია დასავლეთ აფრიკაში მდებარე მალიში, რომლის მთავრობამაც ოფიციალურად სთხოვა საფრანგეთს სამხედრო დახმარება ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG