Accessibility links

logo-print

აშშ აჩქარებს ავღანეთში უსაფრთხოების დაცვის ადგილობრივი ძალაბისათვის გადაბარების პროცესს


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატების ჯარები აჩქარებენ უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანეთის ჯარებისთვის გადაბარების პროცესს. ობამა ამ საკითხს შეეხო ვაშინგტონში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკების დროს. ობამას თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, 2013 წლის გაზაფხულიდან შეუდგებიან შეცვლილი როლის შესრულებას - ავღანეთის ჯარების მხარდაჭერას. აქამდე მოქმედი გეგმით, ამერიკელ სამხედროებს ზაფხულში უნდა დაეწყოთ საბრძოლო ოპერაციების თანდათან შეჩერება, რასაც 2014 წლის ბოლოს უნდა მოჰყვეს ავღანეთიდან უცხოელების ყველა საბრძოლო შენაერთის გაყვანა. ობამას შეფასებით, ავღანეთში ომმა მიაღწია მთავარ მიზანს - ალ-ყაიდის ტერორისტების დასუსტებას და ახლა ავღანეთს აქვს მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევის უკეთესი შესაძლებლობა, ვიდრე ჰქონდა უცხოეთიდან ინტერვენციის შედეგად 2001 წელს თალიბანის რეჟიმის დამხობამდე.
XS
SM
MD
LG