Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ისევ გააკრიტიკა ამნისტია


საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვარაუდით, შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს ამნისტიას, რომლის შედეგადაც ციხეებს დატოვებს „ძალიან ბევრი კრიმინალი“. პრეზიდენტ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონით ახალი ხელისუფლება "იღებს პასუხისმგებლობას ძალიან მძიმე შედეგებზე, რომელიც მოჰყვება ძალიან ბევრი კრიმინალის, რომელიც ესე, მასობრივად გამოუშვეს (...) ეს სრულიად დაუშვებელია ჩვენს დღევანდელ სიტუაციაში. ისევე როგორც გარეთ უშვებენ რუსეთის ჯაშუშებს, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პირდაპირ ურტყამდნენ ოკუპირებული ქვეყნის ინტერესებს და გარეთ უშვებენ მეამბოხეებს, ძალადობრივი დანაშაულის მონაწილეებს“. თვით პრეზიდენტმა გასული წლის მიწურულს ვეტო გამოიყენა ამნისტიის კანონის დასაბლოკად, მისივე განმარტებით, რათა ქვეყნისათვის თავიდან აეცილებინა კანონის ყველაზე უარყოფითი ასპექტები. მაგრამ პარლამენტმა ვეტო დაძლია, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ამნისტიის კანონზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმოწერა. პრეზიდენტი სააკაშვილი ამნისტიის საკითხვს შეეხო დღეს თბილისში ჩატარებულ შეხვედრაზე, რომლის მსვლელობაშიც წარადგინა ორი ახალი გუბერნატორი - ხათუნა ოჩიაური მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ანდრო ბარნოვი შიდა ქართლში.
XS
SM
MD
LG