Accessibility links

logo-print

ჩეხეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური


ჩეხეთში ელექტორატის დიდი აქტივობით გამოირჩეოდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც ორი დღე გაგრძელდა. ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო „ჩე-ტე-კას“ ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობდა რვა მილიონამდე ამომრჩევლის, დაახლოებით, ორი მესამედი. ზოგ საარჩევნო ოლქთან მოქალაქეები გრძელ რიგებში იდგნენ თავიანთი არჩევანის გასაკეთებლად. ჩეხეთის რესპუბლიკაში პირველად იმართება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. მათი შედეგი გაარკვევს, ვინ შეცვლის მოქმედ პრეზიდენტს, 71 წლის ვაცლავ კლაუსს, რომელსაც დაუსრულდება პრეზიდენტობის მეორე ხუთწლიანი ვადა. არჩევნების წინასწარი შედეგები დღესვე, მოგვიანებით არის მოსალოდნელი. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის ცხრა კანდიდატს შორის ლიდერობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები იან ფიშერი და მილოშ ზემანი. მოსალოდნელია, რომ არჩევნების მეორე ტურით გაირკვევა გამარჯვებულის ვინაობა.
XS
SM
MD
LG