Accessibility links

logo-print

საფრანგეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ სომალიში დაიღუპა ფრანგი მძევალი


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, სავარაუდოდ, დაიღუპა ფრანგი აგენტი, რომელიც 2009 წელს შეიპყრეს სომალიში და რომლის გასათავისუფლებელი ოპერაციაც წარუმატებლად დასრულდა. ლე დრიანის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ფრანგი ჯარისკაცი, კიდევ ერთი კი ოპერაციის დროს შეიპყრეს ისლამისტმა ექსტრემისტებმა. საფრანგეთის სპეცშენაერთმა წუხელ დაიწყო ისლამისტურ მოძრაობა ალ-შაბაბის ბაზის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, რომელშიც ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ. ოპერაციით შეეცადნენ, გაეთავისუფლებინათ ფრანგი მზვერავი დენი ალექსი. საფრანგეთისაგან განსხვავებით, რომელიც მძევლის შესაძლო დაღუპვაზე იტყობინება, ალ-შაბაბი ამბობს, რომ მძევალი დენი ალექსი ცოცხალია და არ იმყოფება იქ, სადაც შეტაკება მოხდა. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებისას დაიღუპა 17 ექსტრემისტიც. სომალიში ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის ჯარებმა დაიწყეს სამხედრო ინტერვენცია დასავლეთ აფრიკაში მდებარე მალიში, რომლის მთავრობამაც ოფიციალურად სთხოვა საფრანგეთს სამხედრო დახმარება ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG