Accessibility links

logo-print

ბაქოში გააპროტესტეს ჯარში ახალწვეულის გარდაცვალება


ბაქოში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში ჯარში ახალწვეულთა გარდაცვალების გასაპროტესტებლად. "ნუ დაუშვებთ ჩვენი ჯარისკაცების დახოცვას", - მოითხოვდნენ დემონსტრანტები. ცნობების თანახმად, აქცია ჯერ მშვიდობიანი იყო, მაგრამ დაპირისპირება დაიწყო, როცა უშიშროების ძალებმა შეკრებილებს აიძულეს ცენტრში მდებარე შადრევნის მოედნის დატოვება, „უკანონო აქციის“ გამართვის ბრალდებით. მოგვიანებით პოლიციის სპეცშენაერთებმა ჩაკეტეს შადრევნის მოედნისაკენ მიმავალი გზები. პოლიციამ დააკავა აქციის რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე. დემონსტრაცია მოჰყვა 7 იანვარს ახალგაზრდა ჯარისკაცის, ჯეიჰუნ ყუბადოვის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას. არმიაში აცხადებენ, რომ ყუბადოვი გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ ოჯახი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა კაცი ცემით არის მოკლული. გამოქვეყნდა გარდაცვლილის ფოტოები, რომლებზეც ძალადობის ნიშნები ჩანს. დემონსტრაციაზე მოითხოვს არმიაში ძალადობისათვის ბოლოს მოღება და თავდაცვის მინისტრის გადადგომა.
XS
SM
MD
LG