Accessibility links

logo-print

ავღანეთში შვიდი ადამიანი დაიღუპა მეჩეთში აფეთქების შედეგად


ავღანეთში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა მეჩეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აფეთქება მოხდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთში მდებარე ვარდაკის პროვინცია დატოვეს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) წევრებმა, რომლებმაც ავღანელ ჯარისკაცებთან ერთად განხორციელებული ოპერაციის დროს მოკლეს ოთხი მეამბოხე. თალიბანი კი აცხადებს, რომ მეჩეთი დაიბომბა „ამერიკის ჯარების“ საჰაერო იერიშებისას. ISAF-ის პრესმდივნის თქმით, ოპერაციის დროს ავიაცია არ გამოუყენებიათ.
XS
SM
MD
LG