Accessibility links

logo-print

ინდოეთში დააკავეს ექვსი პირი გაუპატიურების მორიგ შემთხვევასთან დაკავშირებით


ინდოეთში დააკავეს ექვსი პირი, ავტობუსის მგზავრი ქალის გაუპატიურების მორიგ შემთხვევასთან დაკავშირებით. დაზარალებული ამბობს, რომ 11 იანვარს პენჯაბის შტატში მგზავრობისას ძალის გამოყენებით წაიყვანეს ავტობუსიდან ამ ავტობუსის მძღოლმა და მისმა თანაშემწემ. ის მოტოციკლით წაიყვანეს სხვა ადგილას, სადაც ექვსმა მამაკაცმა გააუპატიურა. ამის შემდეგ ქალი 12 იანვარს გამოუშვეს. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, დაპატიმრებულმა პირებმა აღიარეს გაუპატიურება და მათ ბრალდებას წაუყენებენ. ეს საქმე ერთ თვეში მოჰყვა დელიში, ავტობუსში ძალადობას, რომელმაც სტუდენტი ქალის სიცოცხლე შეიწირა. ამჟამად ასამართლებენ მის ჯგუფურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ ექვს პირს.
XS
SM
MD
LG