Accessibility links

პაკისტანში იმართება საპროტესტო სვლა საარჩევნო რეფორმის მოთხოვნით


პაკისტანელმა სასულიერო პირმა, ტაჰირ-ულ ყადრიმ და მისმა ათასობით მომხრემ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორიდან დაიწყეს საპროტესტო სვლა, საარჩევნო რეფორმის მოთხოვნით. ტაჰირ-ულ ყადრი მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს და მოითხოვს ძირეული რეფორმების განხორციელებას, გაზაფხულზე საყოველთო არჩევნების ჩატარებამდე. ლაჰორიდან დაიძრა ასობით ავტომანქანა, ავტობუსი და სატვირთო მანქანა, რომლებშიც 7000-მდე ადამიანი იმყოფება. ვარაუდობენ, რომ აქციის მონაწილეების რიცხვი 15 000-მდე გაიზრდება დედაქალაქ ისლამაბადში ჩასვლამდე, სადაც ორშაბათს უნდა ჩატარდეს მრავალათასიანი დემონსტრაცია. 61 წლის ტაჰირ-ულ ყადრი გასულ თვეში დაბრუნდა პაკისტანში, კანადაში მრავალი წელი ცხოვრების შემდეგ. ისლამაბადი მას არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ყადრი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG