Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ 14 ჯარისკაცი შეიწირა


პაკისტანის დაზვერვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, 14 ჯარისკაცი დაიღუპა კვირას, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ბომბზე აფეთქდა არმიის ბადრაგში შემავალი სამი ავტომანქანა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. დაიჭრა 20 სამხედრო მოსამსახურე. პაკისტანის არმია ადასტურებს აფეთქების ფაქტს, მაგრამ ამბობს, რომ დაიღუპა მხოლოდ ოთხი და დაიჭრა 11 ჯარისკაცი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG