Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გრძელდება საპროტესტო სვლა დედაქალაქისაკენ


პაკისტანში გრძელდება გავლენიანი მუსლიმი სასულიერო პირის, ტაჰირ-ულ ყადრისა და მისი ათასობით მომხრის საპროტესტო სვლა დედაქალაქ ისლამაბადისაკენ. აქცია, რომელსაც ტაჰირ-ულ ყადრი „დემოკრატიის ქარავნის სვლას“ უწოდებს, კვირას დაიწყო ქალაქ ლაჰორში. მისი მონაწილეები, სავარაუდოდ, დღესვე, მოგვიანებით ჩავლენ ისლამაბადში, სადაც დემონსტრაცია გაიმართება. ტაჰირ-ულ ყადრის აქვს 100 ათასზე მეტი დემონსტრანტის შეკრების იმედი. ის გმობს კორუფციას და მოითხოვს ძირეულ საარჩევნო რეფორმას, გაზაფხულზე საყოველთაო არჩევნების ჩატარებამდე. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, ისლამაბადზე გამავალი მთავარი გზა ღიაა, მაგრამ გადაკეტილია ქუჩები, სადაც მდებარეობს მთავრობისა და დიპლომატიური მისიების შენობები. 61 წლის ტაჰირ-ულ ყადრი გასულ თვეში დაბრუნდა პაკისტანში, კანადაში მრავალი წელი ცხოვრების შემდეგ. ისლამაბადი მას არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ყადრი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG