Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი გეგმავს „აგრესიულ“ რეაქციას პაკისტანიდან პროვოკაციებზე


ინდოეთის არმიის სარდლის, გენერალ ბიკრამ სინხის განცხადებით, მან ქაშმირის რეგიონში, პაკისტანთან დე ფაქტო საზღვართან მყოფ ჯარისკაცებს დაავალა ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირება. გენერალმა ორშაბათს განმარტა, რომ „აგრესიულობას“ მოელიან სამხედრო მეთაურებისაგან, რომელთაც ევალებათ საპასუხო ცეცხლის გახსნა, პროვოკაციის შემთხვევაში. ქაშმირის გამყოფი ე.წ. საკონტროლო ხაზის გასწვრივ დაძაბულობა გამწავავდა მას შემდეგ, რაც ამ თვეში ორი პაკისტანელი და ორი ინდოელი ჯარსიკაცი დაიღუპნენ საზღვარზე რამდენიმე ინციდენტისას. დღეს იმართება პაკისტანისა და ინდოეთის სამხედრო ოფიციალური პირების მორიგი შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს კრიზისის მოსაგვარებელი მექანიზმი შეტაკებების ომში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG