Accessibility links

logo-print

„ფემენი“ პაპის პოლიტიკის წინააღმდეგ ილაშქრებს


უკრაინის ფემინისტური მოძრაობის, „ფემენის“ ოთხმა აქტივისტმა რომში გამართა საპროტესტო აქცია ჰომოსექსუალთა ქორწინებისადმი ვატიკანის უარყოფითი პოზიციის წინააღმდეგ. წმიდა პეტრეს მოედანზე, როცა რომის პაპი ბენედიქტე მე-16 აივანზე გამოჩნდა და წირვაზე შეკრებილთ მიმართა, ქალები წელსზემოთ გაშიშვლდნენ და ხმამაღალი შეძახილებით დაიწყეს პროტესტის გამოხატვა. პოლიციამ „ფემენის“ აქტივისტები მოედნიდან გაიყვანა. მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, აქცია მიმართული იყო რომის პაპის „ჰომოფობური პროპაგანდის“ წინააღმდეგ. „ფემენის“ განცხადებით, ბენედიქტე მე-16 „კუდიანებზე ახალ ნადირობას“ აცხადებს, ამბობს რა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება საფრთხეს უქმნის კაცობრიობას.
XS
SM
MD
LG