Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს კიდევ ხუთი პირი


პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად უკანონო შეირაღებული ფორმირების შექმნასა და მონაწილეობაში 2011 წელს ბრალდებული კიდევ ხუთი პირი. თითოეულ მათგანს ორიათასლარიანი გირაო შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. საქმის განხილვას ესწრებოდა ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გასულ კვირაში გაათავისუფლეს. უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ბრალდებულ პირებს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პარლამენტის მიერ გამოცხადებული ამნისტია შეეხება.
XS
SM
MD
LG