Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი: "პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებაა“


ამნისტიის კანონს და 190 პირისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას საქართველოს მთავრობის „სუვერენული გადაწყვეტილება“ უწოდა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს მისი სიტყვები იმის თაობაზე, რომ კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფა აუცილებელია. შეკითხვას, ხომ არ დადგება ეჭვქვეშ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები ახალი ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრების არსებობის აღიარებით, ნორლანდმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ვარაუდის საფუძველი არ არსებობს. „ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ გაათავისუფლონ ის პირები ვისაც ჩადენილი აქვს სერიოზული დანაშაული, და ამ მხრივ საზოგადოებას საფრთხე არ შეექმნას“ - ამბობს აშშ-ის ელჩი.
XS
SM
MD
LG