Accessibility links

logo-print

კარზაის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცების იმუნიტეტის საკითხი ჯერაც გაურკვეველია


ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, გადაწყვეტილება, ისარგებლებენ თუ არა იმუნიტეტით აშშ-ის ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავღანეთში 2014 წლის შემდეგ დარჩებიან, მიღებულ იქნება შვიდი, რვა ან ცხრა თვის შემდეგ. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ შინ დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დღეს ქაბულში გამართა პრესკონფერენცია და განაცხადა: „ავღანეთში ამერიკელი ჯარიკაცების იმუნიტეტის საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. იმუნიტეტის რა პირობებს მოითხოვენ ჩვენგან? ავღანეთის მთავრობა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს საკითხი უნდა განიხილოს ავღანელმა ხალხმა ლოია ჯირგაზე, სახალხო კრებაზე. იქ უნდა გადაწყდეს, უნდა მივანიჭოთ თუ არა ამერიკელ ჯარიკაცებს იმუნიტეტი. და თუ მივანიჭებთ, როგორ და რა პირობებით.“ კარზაიმ დასძინა, რომ ავღანეთის მთავრობამ უარყო ამ საკითხზე ვაშინგტონის თავდაპირველი წინადადება. მისივე თქმით, მოლაპარაკების მეორე რაუნდი ქაბულში გაიმართება.
XS
SM
MD
LG