Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტმა მეამბოხეებმა აიღეს მალის ქალაქი დიაბალი


მალიში ისლამისტმა მეამბოხეებმა აიღეს ქალაქი დიაბალი, რომლის მახლობლადაც კვირას ექსტრემისტთა პოზიციებს ბომბავდა საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალები. მეამბოხეების მიერ განხორციელებულ კონტრიერიშზე ჟურნალისტებს აცნობა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა. მისივე თქმით, მალიში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია მთლიანობაში წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ქვეყნის დასავლეთში მებრძოლი ისლამისტები კარგად არიან შეიარაღებული. საფრანგეთმა მალიში თავისი სამხედრო ოპერაცია პარასკევს დაიწყო - მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ პარიზსა და გაეროს მიმართა ექსტრემისტებთან ბრძოლის საქმეში დახმარების თხოვნით. უცხოელი სამხედროების მთავარი ამოცანაა, შეაჩერონ ისლამისტების სვლა ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოსკენ.
XS
SM
MD
LG