Accessibility links

ერაყის ფინანსთა მინისტრის კორტეჟტან ბომბი აფეთქდა


ბაღდადში ერაყის ფინანსთა მინისტრის, რაფი ალ-ისავის კორტეჟის მახლობლად ბომბი აფეთქდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მინისტრი პოლიტიკური სკანდალის ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც მისი რამდენიმე ხელქვეითი ტერორიზმში იქნა ბრალდებული. მათ დაკავებას მოყოლილი ანტიტერორისტული კანონების მიღება სუნიტების არაერთი აქციის მიზეზი გახდა. სუნიტები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონმდებლობა მათ წინააღმდეგ არის მიმართული. სუნიტი მინისტრის, ალ-ისავის თქმით, მისი თანამშრომლების დაკავებაში პრემიერ-მინისტრს მიუძღვის წვლილი, ხოლო ეს ნაბიჯი პოლიტიკურ ნიშანს ატარებს.
XS
SM
MD
LG