Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ბელუჯისტანის მთავარი მინისტრი დაითხოვა


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა რაჯა ფერვეზ აშრაფმა თანამდებობიდან დაითხოვა ბელუჯისტანის პროვინციის მინისტრი. ამ პროვინციაში რამდენიმე ხნის წინ მომხდარ აფეთქებას 90-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კვირას პრემიერი ჩავიდა ქალაქ კვეტაში, სადაც შიიტი მუსულმანები უარს აცხადებენ დაღუპულების დაკრძალვაზე მანამდე, სანამ ქალაქზე კონტროლს სამხედროები არ დაამყარებენ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა სუნიტურმა დაჯგუფებამ აიღო.
XS
SM
MD
LG