Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის მაღალჩინოსნები პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ თანხმდებიან


ვენესუელის მაღალჩნოსნები სხვადასხვა სახის ინფრომაციას ავრცელებენ ამ ქვეყნის პრეზიდენტის, უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პრეზიდენტის ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მას სიმსივნის ამოსაკვეთად მორიგი ოპერაცია ჩაუტარდა. კომუნიკაციის მინისტრი ერნესტო ვილეგასი აცხადებს, რომ უგო ჩავესის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა სიტუაცია კვლავაც რთულია. ყოფილი ვიცე-პრეზდენტის თქმით კი, ჩავესი ”სიკვდილს ებრძვის”. უგო ჩავესის ავადმყოფობის გამო გადაიდო მისი ინაუგურაციაც, რომელიც ჩავესის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევას უნდა მოჰყოლოდა. ნაციონალურმა კრებამ მიიღო კანონი ინაუგურაციის ვადის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ. ოპოზიცია აღნიშნული კანონის წინააღმდეგ გამოდის.
XS
SM
MD
LG