Accessibility links

logo-print

პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატში განაახლებს მუშაობას


პარლამენტი დღეიდან რიგგარეშე სესიების ფორმატში მუშაობას განაახლებს. რიგგარეშე სესია დღეს გაიხსნება ბიუროს სხდომით, რომელზეც ბიუროს წევრები მომავალი კვირის პარლამენტის სხდომებისა და საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგს განსაზღვრავენ. როგორც "ინტერპრესნიუსი" საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, მიმდინარე საკითხების გარდა პარლამენტში შესულია რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობიდან, მათ შორის ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებული კანონპროექტი.
XS
SM
MD
LG