Accessibility links

logo-print

ეკა ბესელია: პოლიტპატიმრების საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხნება


პოლიტპატიმრების საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ამნისტიის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ გლდანის მე-8 საპყრობილესთან განაცხადა 13 იანვარს. ეკა ბესელიას თქმით, მისი პირველი მოთხოვნაა, გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას ყველა იმ საქმეს, რომელიც იყო დახურული და გასაიდუმლოებული: "საზოგადოებამ ნახოს, ვის ეძახდა სააკაშვილი ჯაშუშებს და მოღალატეებს. საზოგადოებამ განსაჯოს, როგორ სამარცხვინოდ ხდებოდა ამ საქმეების შეთხზვა. ყველა ფურცელი უნდა გახდეს საჯარო და ამის შემდეგ მათ არ დარჩებათ არაფერი სალაპარაკო. ეს ალბათ უახლოეს დღეებში მოხდება, როცა ადვოკატები ამ პროცესში ჩაერთვებიან", - აღნიშნა დეპუტატმა.
XS
SM
MD
LG