Accessibility links

პროკურატურა: სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ფარულად იღებდნენ


საქართველოს პროკურატურის განცხადებით, წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე. კერძოდ, განცხადების თანახმად, „გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ“. პროკურატურის განცხადების გავრცელების შემდეგ ვიდეომასალის ნაწილი სააგენტო „ინფო9“-მ გამოაქვეყნა, რასაც კრიტიკით გამოეხმაურა გენდერული თანასწორობისა და ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია “იდენტობა”. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსუბუქი გადაფარვის მიუხედავად, კადრებში ადვილად ამოსაცნობია იმ პირთა ვინაობა, რომელთა დაშანტაჟებასაც, თბილისის პროკურატურის განცხადებითვე -კადრების გავრცელების მუქარით – ყოფილი მაღალჩინოსნები ახდენდნენ. „თბილისის პროკურატურამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ყველა კანონიერ საშუალებას, რათა შეწყდეს გავრცელებული ვიდეომასალის მედიით ტირაჟირება“ - აცხადებს „იდენტობა“.
XS
SM
MD
LG