Accessibility links

logo-print

გენერალურმა ინსპექციამ ბექა გოჩიაშვილის განცხადებებაზე მოკვლევა დაიწყო


გენერალურმა ინსპექციამ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, მოკვლევა დაიწყო მუსიკოს ბექა გოჩიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ. სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. 16 წლის ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი სამართალდამცველებს მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ და სამართალდამცველები მას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG