Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობა მაია ფანჯიკიძის გადაყენებას ითხოვს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მაია ფანჯიკიძის გათავისუფლებას. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ფანჯიკიძე არაკვალიფიციურია, ხოლო მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და ზიანს აყენებს მის იმიჯს. მინაშვილმა დღეს პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია ფანჯიკიძეს 18-ი იანვრისთვის დანიშნულ სხდომაზე იბარებს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მედიით გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, გასულ კვირაში ლიტვაში ვიზიტისას, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი. როგორც დღეს მინაშვილმა განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მთავრობის საქმიანობის შედეგად საქართველოს გაუმწვავდა ურთიერთობა ყველა მეზობელ და პარტნიორ ქვეყანასთან.
XS
SM
MD
LG