Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გასცა პრემიერ-მინისტრის დაკავების ბრძანება


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გასცა პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ბრძანება, რომელიც უკავშირდება ცნობებს კორუფციული გარიგებების შესახებ. სასამართლომ 24 საათიანი ვადა განსაზღვრა პრემიერ-მინისტრი რაჯა პერვეზ აშრაფის და კიდევ 15 პირის დასაკავებლად. ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელად ქცევამდე აშრაფი წყლის და ენერგიის მინისტრი იყო. ის უარყოფს ქრთამის აღებას 2010 წლის პროექტების დამტკიცებისას. აშრაფის მრჩეველმა, ფავად ჩოდჰრიმ დაგმო სასამართლოს ბრძანება და მას არაკონსტიტუციური უწოდა. სასამართლოს ბრძანების ფონია გავლენიანი მუსლიმი სასულიერო პირის, ტაჰირ-ულ ყადრის მიერ გამოთქმული მოწოდება მთავრობის გადადგომის შესახებ დემონსტრაციაზე, რომელიც ისლამაბადში, პარლამენტის წინ გაიმართა და რომელშიც ათი ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა. ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები სიხარულით შეხვდნენ ცნობას სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე.
XS
SM
MD
LG