Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი: მალიში საფრანგეთის 750 სამხედროა დისლოცირებული


საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთის 750 სამხედრო იღებს მონაწილეობას მალიში მიმდინარე ოპერაციაში ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ. ოლანდი ამ განცხადებით სამშაბათს გამოვიდა, აბუ დაბიში განლაგებულ საფრანგეთის სამზედრო ბაზაზე სტუმრობისას. მისი თქმით, საფრანგეთის კონტინგენტის რაოდენობა დროებით გაიზრდება, მაგრამ ისინი ოპერაციების ჩატარებას „რაც შეიძლება მალე“ გადააბარებენ აფრიკის ძალებს. თუმცა, ოლანდმა იქვე დასძინა, რომ გადაბარების პროცესი სულ მცირე ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. ამასთან, ოლანდმა ჟურნალისტებს უთხრა, ისლამისტთა სამიზნეებზე ღამით მიტანილმა იერიშებმა მიზანს მიაღწიაო. საფრანგეთის ძალები პარასკევის შემდეგ იღებენ მონაწილეობას მალის მთავრობის ოპერაციაში იმ ისლამისტი დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთს 2012 წლის აპრილიდან აკონტროლებენ. გაეროს უშიშროების საბჭომ ორშაბათს დაუჭირა მხარი საფრანგეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო ინტერვენციას.
XS
SM
MD
LG