Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრემიერ-მინისტრი ირანს ესტუმრება


სირიის პრემიერ-მინისტრი, ვაელ ალ-ჰალაქი სამშაბათს ირანს უნდა ესტუმროს - სირიის იზოლირებული ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანას რეგიონში. დეკემბერში ირანმა გამოაქვეყნა ბუნდოვანი გეგმა, რომელიც სირიაში მშვიდობის დამყარებას ისახავდა მიზნად. დოკუმენტში გათვალისწინებული იყო ინიციატივები დროებითი მთავრობის ფორმირების და პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნების შესახებ - თუმცა არ იყო დაკონკრეტებული უნდა დარჩეს თუ არა ასადი ხელისუფლებაში. ირანში სირიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე დამასკმა გაანთავისუფლა 2,000-ზე მეტი პატიმარი - იმის სანაცვლოდ, რომ სირიელი მეამბოხეები გაანთავისუფლებდნენ 48 ირანელს, რომლებიც მათ ტყვეობაში ხუთი თვის განმავლობაში ჰყავდათ. პარალელურად, 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა გაეროს უშიშროების საჭოს თხოვნით, სირიის საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს. აშშ-ში განთავსებული ჰუმანიტარული სააგენტოს შეფასებით, სირიის კონფლიქტმა შექმნა რეგიონული მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ქალები და გოგონები „შემაძრწუნებელი სიხშირით“ ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.
XS
SM
MD
LG