Accessibility links

logo-print

გაერთიანებული შტაბის უფროსი ნატოს ბრიუსელს ეწვია


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, ეწვია ბრიუსელს, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთა შეხვედრაში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სხდომაზე განიხილება ავღანეთში არსებული ვითარება და ადგილობრივი ძალებისთვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარებისა და მათთვის შემდგომი დახმარების საკითხები. ამავე ცნობის თანახმად, ძნელაძე ბრიუსელში შეხვდება ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებს და შემდეგ გაემგზავრება გერმანიაში, სადაც ჰაიდელბერგის სამედიცინო ცენტრში მოინახულებს ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.
XS
SM
MD
LG