Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ჟურნალისტის სიკვდილს ფრანგი კრიმინალისტები გამოიძიებენ


ცნობილი რუსი ჟურნალისტის, იური შჩეკოჩიხინის გარდაცვალების ფაქტს - რომელიც 2003 წელს მოხდა - ფრანგი ტოქსიკოლოგები გამოიძიებენ. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ჟურნალისტებს სამშაბათს განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ ნათელია - ჟურნალისტის სიკვდილი კრიმინალს არ წარმოადგენდა, საქმეს ფრანგი ექსპერტები მაინც შეისწავლიან. შჩეკოჩიხინი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო, რომელიც შემდეგ გამომძიებელ ჟურნალისტად მუშაობდა „ნოვაია გაზეტაში“ და 1990-იან წლებში ჩეჩნეთის ომს აშუქებდა. მისი გვამის გაკვეთის დასკვნაში წერია, რომ სიკვდილი ალერგიასთან დაკავშირებული მიზეზებით დადგა - თუმცა ჟურნალისტის კოლეგები აცხადებენ, რომ მისი სიკვდილი მის საგამოძიებო საქმიანობას უკავშირდებოდა. გამოძიება 2009 წელს შეწყდა, თუმცა 2010 წელს კვლავ განახლდა. „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა „ნაადრევი“ უწოდა საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას, რომ ჟურნალისტის სიკვდილი კრიმინალს არ უკავშირდებოდა.
XS
SM
MD
LG