Accessibility links

logo-print

აშშ: იარაღის ფლობის ნებართვის მიღება რთულდება


შტატ ნიუ-იორკშიმიიღეს ახალი კანონი, რომელიც იარაღის ფლობის ნებართვის მიღებას ართულებს. ეს არის ამ ტიპის პირველი კანონი, რომელიც დეკემბერში შტატ კონექტიკუტში, სენდი-ჰუკის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მიიღეს. კანონს, რომელმაც მალე გაიარა შტატის კონგრესის ორივე პალატა, შემოაქვს შეზღუდვა ავტომატური იარაღის შეძენის თაობაზე, ასევე ამცირებს მაღაზიების ფართობს და ართულებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ხელმისაწვდომობას იარაღზე. შტატ ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე არ არსებობდა საღი აზრი იარაღის ფლობის ნებართვის მიღების თაობაზე. 14 დეკემბერს სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლანსმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა 20 ბავშვი და 6 მასწავლებელი. მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა განაცხადებს იმის შესახებ, თუ რას ზომების მიღებას გეგმავს სახელმწიფო ქვეყნის მასშტაბით.
XS
SM
MD
LG