Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უარყოფს ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლება სირიელი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა. ამით ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უარყო გაზეთ Foreign Policy-ში დაბეჭდილი მასალის შინაარსი, სადაც ეწერა, რომ თურქეთში მყოფმა ამერიკელმა დიპლომატებმა ვაშინგტონს მიაწოდეს ინფორმაცია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტების შესახებ. საბჭოს წარმომადგენლის, ტომი ვიეტორის სიტყვებით, თუკი ასადის რეჟიმი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, მას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი. დეკემბერში თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ გამოთქვა შიში ასადის რეჟიმის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა დამასკმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის იარაღი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა გამოყენებული სირიელი ხალხის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG